ყოველი სამი გერმანელიდან 1 – მიგრანტი… Deutsche Welle-ში გამოქვეყნებული  საგანგაშო პროგნოზი

Deutsche Welle  გერმანელი ექსპერტი  ჰერბერტ ბრიუკერი  საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებს…მისი  თქმით,  2040 წლისთვის გერმანიაში პოპულაციის 35%-ს ან მიგრაციული წარმომავლობა ექნება ან თავად იქნება მიგრანტი.

ბრიუკერი, რომელიც დასაქმების კვლევის ფედერალურ ინსტიტუტში მიგრაციის კვლევის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს, ამბობს, რომ გერმანია “კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდება”.

“დღესდღეობით, გერმანიის მოსახლეობის მეოთხედს მიგრირებული ბექრაუნდი აქვს. 20 წელიწადში კი ასეთი 35% ან შეიძლება 40%-იც კი იყოს”.

“რასაც ახლა ჩვენ დიდ ქალაქებში ვხედავთ, მალე ბუნებრივი და ნორმალური მთელი ქვეყნისთვის იქნება”, – ამბობს ექსპერტი და დასძენს, რომ 2060 წლისთვის გერმანიაში წლიურად 400,000 მიგრანტი იქნება საჭირო, რომ ქვეყანამ ეკონომიკის შემცირება აირიდოს თავიდან.