ა(ა)იპ „დაიცავი შენი უფლებები” და “საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირი”, სხვა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, ტენდერებზე საზოგადოებრივი მონიტორინგის განხორციელების ინიციატივით გამოდიან.აღნიშნულთან დაკავშირებით ორგანიზაცია “დაიცავი შენი უფლებების” თავმჯდომარე ლაშა გოლუბიანი “ნიუსფრონტთან” განცხადებას აკეთებს:
“საქართველოში ბოლო დროს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით ჩვენი ორგანიზაცია, საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირი და ადამიანის უფლებებზე მომუშავე სხვა ორგანიზაციები, ერთობლივად იწყებენ საზოგადოებრივ მონიტორინგს, ქვეყანაში მიმდინარე და დაგეგმილ ტენდერებთან დაკავშირებით, რომლის შედეგებიც გასაჯავრდოვდება მედიით. ასევე გამოიცემა შესაბამისი ბიულეტინები სადაც შევა წლიური მორიტორინგის ანგარიშები. შემდგომ, კი გადაეგზავნება საქართველოში მოქმედ და საერთაშორისო ავტორიტეტულ ორგანიზაციებს.
სახელმწიფოსთან ურთიერთთანამშრომლობის შესახებ წერილობით ეცნობებათ საქართვველოს პრემიერ-მინისტრს და შესაბამის სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელებს. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენს შეთავაზებას საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით ხელისუფლების წარმომადგენლები მიესალმებიან და ჩვენს შორის ჩამოყალიბდება ურთიერთ საქმიანი თანამშრომლობა და ხელს შეგვიწყობენ საქმიანობის განხორციელებაში, რამეთუ როგორც მესამე სექტორისათვის ასევე სახელმწიფო სტრუქტრებისათვის უმნიშვნელოვანესია გამჭვირვალობა და ობიექტურად ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება საზოგადოებისათვის. ობიექტური ანალიზი განაპირობებს საზოგადოების ინფორმირებულობას ლეგიტიმური კითხვების არსებობის შემთხვევაში. რომელიც შესაძლოა ცალკეულ ტენდერებთან მიმართებაში გაჩნდეს” – განაცხადა ლაშა გოლუბიანმა.