ვანდალიზმი ახალქალაქში, კერძოდ, სოფელ ხულგუმოსთან ახლოს მდებარე სამლოცველოში წელს უკვე მეორედ ჩაიდინეს. შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა. ადგილზე მისულ მრევლს ხატები დაზიანებული დახვდათ, საეკლესიო ნივთები კი ძირს იყო მიმოფანტული.
შეგახსენებთ, რომ სოფელ ხულგუმოსთან მდებარე სამლოცველო 2019 წლის აპრილში აკურთხეს. კურთხევიდან მალევე, ხულგუმოს მაცხოვრებლებმა ნახეს დარბეული სამლოცველო.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ან სხვა კულტურული მემკვიდრეობის განზრახ დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. დანაშაული ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ორ წლამდე ვადით ისჯება.