ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებას ეკლესიის მხრიდან დიდი პროტესტი მოჰყვება, განაცხადა საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსმა.
ადრია ჯაღმაიძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში თქვა, რომ ალბათ ეკლესიის წინააღმდეგ კვლავ ატყდება ისტერია იმის გამო, რომ ის პროტესტს გამოთქვამს ამ ფილმის ჩვენების გამო.
„ჩვენ ვიცით, რამდენიმე კინოთეატრში უნდა გავიდეს გეი წყვილის სიყვარულზე გადაღებული ფილმი, რომელიც ქართული ფასეულობების, ქრისტიანული ფასეულობების კიდევ ერთი დაკნინების მცდელობაა ჩვენს საზოგადოებაში და ამაზე ეკლესია გამოთქვამს დიდ პროტესტს, ეს გახდება მიზეზი ეკლესიაზე ახალი შეტევებისა. ალბათ ეკლესიის წინააღმდეგ კვლავ ატყდება ისტერია. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ზოგადად, ეკლესიას სულ აქვს საბრძოლველი“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.
ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პირველი ჩვენება 8 ნოემბერს უნდა შედგეს. „ქართული მარში“ ფილმის ჩვენების ჩაშლით იმუქრება.
“იმედი“.