ყოფილი მეუფის, პეტრე ცაავას სკანდალურ განცხადებას ჟურნალისტი და ექსპერტი გია გაბრიჭიძე ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს :
“დიდი “რაზბორკა” ნაციონალურ მოძრაობაში მსახურებაშეჩერებული ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრეს მიერ საქართველოს პატრიარქის წინააღმდეგ დაწყებული ბინძური კამპანიის უკან რომ დღევანდელი ე.წ. „მედასავლეთე“ ოპოზიცია დგას, ამის თაობაზე საზოგადოებაში არსებული ეჭვები, ზაზა ოქუაშვილის ტელეკომპანია „იბერიას“ ბაზაზე ფუნქციონირებადი მთავარი პარტიული არხის მომცრო სტუდიაში პანაშვიდზე ჩამომსხდარი ამორძალებივით მოვიშვიშე შვიდკაცამ გუშინ ისეთი სიცხადით დაადასტურა, რომ ეგრევე სტანისლავ ეჟი ლეცის უკვდავი სიტყვები გამახსენდა: „უხერხულია ეჭვით შემოიფარგლო, როცა სავსებით დარწმუნებული ხარ!“.
გამახსენდა თუ არა პოლონელი კლასიკოსი, ახალმა მტკიცებულებამაც არ დააყოვნა – უკვე მესამე წყარო მიდასტურებს, რომ პეტრე ცაავას ისე დაეძაბა ურთიერთობა როლანდ ახალაიასთან და მურთაზ ზოდელავასთან, რომ ამ უკანანსკნელს ხელიც კი შემოარტყა ყბაში მისმა მაღალუსამღვდელოესობამ (Eminentia Sua). კონფლიქტის უშუალო მოწმე დეტალურად იხსენებს, რომ მეუფე პეტრე უკიდურესად აგრესიული ტონით პირდაპირ აკაჩავებდა სააკაშვილის ყოფილ პროკურორებს და ვინაიდან ზუსტ ციტირებას ახდენს, სავარაუდოდ კონფლიქტს იწერდა კიდე: მეუფე პეტრე: „მუსიე თქვა იჩიებუთინ, ფარა ქიმიღით ვარა კიდას ქიმგოტახაფუანთ დუდს“ (ფული მოიტანეთ, თორემ კედელზე მიგგამტვრევინებთ თავებს).
საქმე იმაშია, რომ გასაკრეჭად გამზადებულ მეუფეს ზაზა ოქუაშვილმა 60 ათასი დოლარი პრემია იმ პირობით გამოუგზავნა თურმე, რომ ამ მართლა უკანასკნელს პატრიარქის მისამართით ტალახის სროლის წამახალისებლად ბიძინა ივანიშვილი უნდა დაესახელებინა, მაგრამ შუამავლებმა 20 ათასი დოლარი მოუტეხეს და მხოლოდ 40 ათასი გადასცეს. ეჭვიანობით განთქმული ოქუაშვილი ბოლომდე არ ენდო ახალაია-ზოდელავას ტანდემს, თავისი არხებით გადაამოწმა პეტრესთან პრემიის ამბავი და თან შეახსენა მეუფეს, რომ ივანიშვილის ნაწილში პირობა შესასრულებელი ჰქონდა. სწორედ ამ საუბარში „გაიასნდა“, რომ შუამავლებმა ფული მოტეხეს, რასაც მოჰყვა კიდეც ზემოხსენებული მწვავე კონფლიქტი. წყაროს ცნობით, როლანდ ახალაიამ და მურთაზ ზოდელავამ გაცოფებული პეტრეს წინაშე თავი იმით იმართლეს, რომ ფული კი არ მოუტეხიათ, მხოლოდ ნაწილი დაუკავეს პირობის ბოლომდე შეუსრულებლობისთვის და სრულ თანხას მაშინ მიუთვლიდნენ, თუ მეუფე, გვარამიასთან ეთერში სტუმრობისას, ივანიშვილსაც გასვრიდა. პეტრე თურმე თავისას არ იშლიდა: „მუშენ მიფულით 60 მაჯღონ ზაზაქინ, ჟიდო მუშენ ვამწით“ (ზაზამ თუ 60 გამოაგზავნა, ადრე რატომ არ მითხარით?) რაზეც როლანდ ახალაიას ასევე აგრესიულად უპასუხია: „სი თაშ იქციებიქდა, სინოდიქ სწორას დუგატორმუზ” (შენ ისე იქცევი, სწორად დაგატორმუზა სინოდმა). წყაროს ცნობით, მოჩხუბრები გააშველეს და საკითხი გადაუჭრელი დარჩა, თუმცა ხვალ-ზეგ რაზბორკა გაგრძელდება და როგორ დამთავრდება, ჯერ უცნობია”, – წერს გია გაბრიჭიძე