გია ვოლსკი – მაჩალიკაშვილის საქმის შეწყვეტა არ იქნება სწორი და მეტ კითხვას გააჩენს

მეც მგონია, რომ გამოძიების შეწყვეტა უფრო მეტ კითხვას გააჩენს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა პროკურატურის მიერ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიების შესაძლო შეწყვეტის შესახებ ინფორმაციას.

მისივე თქმით, გამოძიების შეწყვეტას სერიოზული დასაბუთება სჭირდება.

„მეც ასე მგონია, რომ გამოძიების შეწყვეტა უფრო მეტ კითხვას გააჩენს. შეწყვეტა ერთია, მაგრამ ასეთი უთქმელი შეწყვეტა არ იქნება სწორი. საერთოდ გამოძიების შეწყვეტას სერიოზული დასაბუთება სჭირდება იმიტომ, რომ დახურულ სხდომაზე რა მასალაც უშიშროებამ ყველა ფრაქციას წარმოგვიდგინა, საკმაოდ სერიოზულ საფუძველს იძლევა იმისათვის, რომ დასკვნები გააკეთოს არამხოლოდ პოლიტიკურმა ჯგუფებმა, არამედ საზოგადოებამ. როგორ აისახება ეს სამართლებრივ ნაწილზე – შეწყდება გამოძიება, გაგრძელდება თუ სასამართლოში გადაინაცვლებს, ამაზე მე დღეს კომპეტენტური არ ვარ, რომ პასუხი გაგცეთ,“- განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის,  პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება, შესაძლოა, შეწყდეს. როგორც   წყარომ  აცხადებს, პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება ფაქტობრივად, დაასრულა და სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლების მხრიდან სამსახურეობრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტება.