ინციდენტი სასამართლო პროცესზე. ბრალდებული მოსამართლეს ხელით შეეხო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის, მოსამართლის ან მსაჯულის შეურაცხყოფის მუხლით გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს შსს-ში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით საქმე სსკ-ის 366-ე მუხლით მიმდინარეობს.

საქმე ეხება თბილისის საქალაქო სასამართლოში მომხდარ შემთხვევას, რა დროსაც ერთ-ერთი საქმის განხილვის დროს, ბრალდებულმა მოსამართლეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

სასამართლოში ექსპერტ-კრიმინალისტებიც მუშაობდნენ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ინციდენტს ადასტურებენ, თუმცა დეტალებზე არ საუბრობენ.