საქართველოს სახალხო დამცველი შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს გატარდეს პრევენციული ღონისძიებები “ქართული მარშის” მიერ კინოფილმის – “და ჩვენ ვიცეკვეთ” ჩვენებისას თბილისისა და ბათუმის კინოთეატრების შესასვლელების ბლოკირების დაანონსებასთან დაკავშირებით.
“აღნიშნული მიზნით, შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონი აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს გარკვეულ ვალდებულებებს აკისრებს, მათ შორის დაუშვებელია შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარებისას შენობების შესასვლელების ბლოკირება.
შესაბამისად, სახალხო დამცველი მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, თავი შეიკავონ შეკრების ორგანიზებისა და ჩატარების კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევისგან, მათ შორის არ მოახდინონ კინოთეატრების შესასვლელების ბლოკირება. აღნიშნული ვალდებულებების დარღვევისთვის, დარღვევის სიმძიმიდან გამომდინარე, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულია როგორც ადმინისტრაციული, ისე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა,”- აღნიშნულია ომბუდსმენის განცხადებაში.