მთავრობის საპარლამენტო მდივნად, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ბექა დოჭვირი დაინიშნა.
, ბექა დოჭვირი 2017 წლიდან 2019 წლის სექტემბრამდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობას, მანამდე კი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის პოზიციას იკავებდა. 2015- 2016 წლებში, ბექა დოჭვირი ეკონომიკური საბჭოს აპარატის იურიდიული სამსახურის უფროსის თანამდებობაზე იყო, მანამდე კი 2013 წლის აპრილიდან ბიზნესომბუდსმენის აპარატში მუშაობდა.
2009-2013 წლებში იგი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული დახმარების ცენტრის იურისტი იყო.