საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი შვედეთში ორმხრივ შეხვედრას მართავს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი შვედეთის სამეფოში ორმხრივ შეხვედრებს მართავს. შეხვედრების მთავარი თემა შვედეთთან ორმხრივი ურთიერთობების განვითარება და “აღმოსავლეთ პარტნიორობის” მომავალია. აღნიშნული ფორმატის ერთ-ერთი ინიციატორი სწორედ შვედეთია.

დავით ზალკალიანმა ევროკავშირის სახელმწიფო მდივანთან, თავდაცვის და იუსტიციის მინისტრებთან, ასევე შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოში შეხვედრები უკვე გამართა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, როგორც ორმხრივი შეხვედრების დროს, ისე მრავალმხრივ ფორმატში “აღმოსავლეთ პარტნიორობის” შემდგომ, ახალ ნაბიჯებზე საუბრის შესაძლებლობა გვექნება. როგორც დავით ზალკალიანი აღნიშნავს, შეხვედრაზე ორგანიზაციის მიერ საქართველოსთან მიმართებაში ახალი 7 წლიანი პროგრამის დაწყების სურვილიც გაჟღერდა.