ამერიკული თვალთმაქცობის კიდევ ერთი მაგალითი

საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია ბათუმში უკვე დაიწყო. ფორუმის დელეგატთა შორის საქართველოს ხელისუფლების პირველი პირები, NATO-ს მაღალჩინოსნები და ამერიკელი კონგრესმენები არიან.

ღონისძიებას ესწრება ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენი, ადამ კიზინგერი, რომელიც რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე საუბრობს და ამბობს, რომ ამერიკა საქართველოს მტკიცე მხარდამჭერია. კიზინგერი ამბობს, რომ საქართველო სხვადასხვა ინსტიტუტების განვითარებას განაგრძობს და იმედის გამოთქვამს, რომ მომავალი არჩევნები დემოკრატიულ გარემოში ჩატარდება.

“აქაც და შეერთებულ შტატებშიც არის დეზინფორმაციის პრობლემა, ასევე კიბერთავდასხმები. ამერიკელი ხალხის სახელით საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას ვუცხადებთ. საქართველოს მხარდამჭერი აქტის მიღება ამერიკის მიერ მნიშვნელოვანია. შესაძლოა დემოკრატები და რესპუბლიკელები ბევრ საკითხზე ვერ ვთანხმდებით, თუმცა როცა საქმე საქართველოს ეხება ჩვენ ერთიანები ვართ. ჩვენ ვხედავთ საქართველოს პროგრესს, საქართველო აგრძელებს სხვადასხვა ინსტიტუტის განვითარებას. ველით, რომ მომავალი არჩევნები დემოკრატიული და თავისუფალი იქნება,” – აცხადებს ადამ კიზინგერი.