გვიან ღამით, ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა წყნეთის გზატკეცილზე – გავრცელებული ცნობით, “ახალ სკოლაში” გამათბობლის ქვაბი აფეთქდა, რამაც მცირე ხანძარი გამოიწვია.
შემთხვევას ძლიერი დაკვამლიანება მოჰყვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.
სკოლაში მისული იყვნენ კომპანია “თბილისი ენერჯის” წარმომადგენლებიც. მათ მედიასთან კომენტარის გაკეთებისაგან თავი შეიკავეს.