“თქვენ ახლა რომ დამაბრალოთ, თითქოს რაღაც მოვიპარე ეპარქიიდან, დაამტკიცებთ?!”-მართლმადიდებელ ეკლესიაზე მიმართული ახალი შტურმი

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი, მეუფე იოანე ზღაპარს უწოდებს წილკნისა და დუშეთის მთავარეპისკოპოსის, მეუფე ზოსიმეს მიმართ გავრცელებულ ბრალდებებს. როგორც მეუფე იოანე ამბობს, ამ საკითხზე მამა გიორგის თავის დროზე, 30 წლის წინ უნდა ელაპარაკა.

„ვინ რა თქვა, მე არ ვიცი. ვიღაც 30 წლის წინანდელ ზღაპრებს იგონებს. ეს ყველაფერი 30 წლის წინ უნდა ეთქვა და არა ახლა. თქვენ ახლა რომ დამაბრალოთ, თითქოს რაღაც მოვიპარე ეპარქიიდან, დაამტკიცებთ?!“, – განაცხადა მეუფე იოანემ.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთში “მოღვაწე” თვითმარქვია მღვდელმა (თვითმარქვია იმიტომ, რომ ქართული მართლმადიდებელი ეკლესიიდან განმდგარია) გიორგი სხილაძემ „ფეისბუქში“ 1988 მომხდარ სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ დაწერა. მაშინ მეუფე ზოსიმე სასულიერო სემინარიის რექტორი იყო. სხილაძე მოქმედებს პეტრე ცაავას მიერ აპრობირებული “კაგებეშნიკური” მეთოდით: სიბინძურე ისროლე და თავი მან იმართლოს, ვისაც ეს სიბინძურე მოხვდება!