6-9 ნოემბერს, თბილისში თურქეთისადმი მიძღვნილი კვირეული გაიმართება.
კვირეულის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება მეოცე საუკუნის უმნიშვნელოვანესი არქეოლოგიური აღმოჩენის ფოტოგამოფენა, კულინარიული მასტერკლასები, კლასიკური მუსიკის კონცერტი – „ანატოლიის სული“, რომლისთვისაც თბილისს ეწვევა გამოჩენილი თურქი ჩელისტი უღურ იშიკი.
ორგანიზატორების ინფორმაციით, წლევანდელი თურქული კვირეულის მთავარი თემა არის „გობექლითეფე“- ანუ მუცლიანი გორის არქეოლოგიური აღმოჩენები.
„დადგინდა, რომ ანტოლიის ტერიტორიაზე აღმოჩენილი ძეგლები პირამიდებზე 4 000 წლით, ხოლო სთოუნჰენჯზე – 7 000 წლით ძველია. ჯერ კიდევ იმდროინდელია, როცა კაცობრიობა მომთაბარე ცხოვრებას ეწეოდა. მას ცივილიზაციის დაბადების ადგილსაც უწოდებენ.
„გობექლითეფე“ – UNESCO-ს კულტურული მემკვიდრეობის სიაში 2018 წელს შევიდა.
თურქეთისადმი მიძღვნილი კვბირეული წელს უკვე გაიმართა :რუმინეთში, ხორვატიაში, ალბანეთში, ლიბანსა და სერბეთში. ღონისძების ორგანიზატორია იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტი, რომელიც ემსახურება თურქეთის კულტურის პოპულარიზაციას მთელს მსოფიოში. ინსტიტუტის მიზანია ხვა და სხვა ადგილზე განსხვავებული ხმებითა და ფერებით შექმნას შთაბეჭდილება თურქეთის შესახებ, გააცნოს თურქეთი სხვა ქვეყნების ხალხებს და მათთან დაამყაროს კავშირები.