7 ნოემბერია ყველას გვახსენდება ცუდად, ტკივილით და ჩვენი მიზანია, რომ ასეთი დღეები არასოდეს განმეორდეს ჩვენს ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა.
როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, სწორედ 7 ნოემბრის შემდეგ უფრო სწრაფი ტემპით დაიწყო ადამიანების უფლებების გზაზე დაღმასვლა.
„7 ნოემბერია დღეს და ეს დღე ყველას გვახსენდება ცუდად, ტკივილით. ჩვენი მიზანია, ასეთი დღეები არასოდეს განმეორდეს ჩვენს ქვეყანაში. რაკი თქვენს წინაშე ვსაუბრობ, თქვენით დავიწყებ, იძალადა მედიაზე და იძალადა ჟურნალისტებზე, იძალადა საკუთარ მოქალაქეებზე და რეალურად, დღეს ჩვენ გვყვანან პირები, ვინც ან ბრალდებულია, ან მსჯავრდებულია მოცემულ საქმეზე. შესაბამისად, ძალიან რთულია, რომ დღეს, ამდენი წლის შემდეგ, 7 ნოემბერს არ გაიხსენო ის მნიშვნელოვანი, გარდამტეხი დღე ჩვენს ისტორიაში, რომელიც იყო ის 7 ნოემბერი. ვფიქრობთ, რომ სწორედ ამ დღის შემდეგ უფრო სწრაფი ტემპით დაიწყო ადამიანის უფლებების გზაზე დაღმასვლა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.