ქუთაის-გაენათის ეპარქიის ხელმძღვანელად დანიშნული მიტროპოლიტი იოანე გამრეკელი ქუთაისში საზეიმოდ და გულწრფელი სითბოთი მიიღეს. მეუფე იოანე მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთი უგანათლებულესი და უდიდესი დამსახურების მქონე სასულიერო მოღვაწეა. ბუნებრივია, რომ მეუფე იოანე ასევე პატრიარქის, ილია მეორის მტკიცე ბურჯია ეკლესიაში. მეუფემ დიდი და ძალიან მნიშვნელოვანი ეპარქია ჩაიბარა, რომელიც უშუალოდ ჭყონდიდის ეპარქიას ესაზღვრება.
შეგახსენებთ, რომ მიტროპოლიტი იოანეს ქუთაისში დანიშვნა ევროლიბერასტებს გულზე ხანჯალივით დაეცათ. გიგი უგულავამ ისტერიულად გააპროტესტა პატრიარქის ეს საკადრო გადაწყვეტილება.
“ნიუსფრონტი” ულოცავს მეუფეს ამ საპასუხისმგებო დანიშვნას და ყველა ჩვენი თანამშრომელი, მართლმადიდებელი ქართველობის აბსოლუტურ უმრავლესობასთან ერთად, ილოცებს ეკლესიის გაწმენდა-გაძლიერებისათვის, რომელიც გარდაუვალია.