კახეთში პოლიციამ მოკლული ქალი იპოვა

კახეთში, სოფელ არბოშიკში 61 წლის ქალი გარდაცვლილი იპოვეს.

 

 

როგორც  ადგილობრივებმა განაცხადეს, რამდენიმე დღის განმავლობაში ქალთან კონტაქტის დამყარება ვერ შეძლეს, პოლიცის გამოძახების შემდეგ კი ის გარდაცვლილი ნახეს.

წინასწარი ინფორმაციით,  გარდაცვლილს ძალადობის კვალი აღენიშნება. მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.