“ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა” თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე სუსის მაღალჩინოსნების გამოკითხვის ოქმები მოიპოვა.
როგორც ორგანიზაციაში ამტკიცებენ, მასალებში ხარვეზებია, რაც გამოძიების მხრიდან დაშვებულ შეცდომებსა და სპეცოპერაციის არასწორ დაგეგმვას ადასტურებს.
“ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი” მოპოვებულ ოქმებს დღეს გაასაჯაროებს და პროკურატურასაც მიმართავს.
მასალებს შორის არის მაშინდელი სუსის უფროსის ვახტანგ გომელაურისა და მისი მოადგილის, სოსო გოგაშვილის ჩვენებებიც.