ის, რომ “მეუფე პეტრე” გაქნილი თაღლითი და მომხვეჭელია, მარტვილის რაიონის მოსახლეობისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს.
პეტრე (პაატას) ცაავას სინოდიდან განდევნის შემდეგ მარტვილელებმა გადაწყვიტეს, სააკაშვილის დროიდან დამკვიდრებული უკანონობა გამოასწორონ და დახმარებისათვის საპატრიარქოს მიმართავენ. საპატრიარქოს წარმომადგენელმა ლევან მერაბიშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ადამიანები რეკავენ და იმ მიწის ნაკვეთების დაბრუნებას ითხოვენ, რომელიც მათ თავის დროზე მეუფე პეტრემ წაართვა.
აღსანიშნავია, რომ “მეუფე პეტრეს” უკან გაჰყვა მასთან უაღრესად დაახლოებული “დედაო” თამარი. მონაზვნის სამოსელში გახვეული ქალბატონი თამარი პეტრე-პაატა ცაავას პირადი ბუღალტერი გახლავთ და ორივეს ერთმანეთის უსიტყვოდ ესმით.
შეგახსენებთ, რომ “მეუფე პეტრე” წინა ხელისუფლების დროს ახალაიების კლანის პირადი მოძღვარი და მათი გავლენის გამტარებელი იყო ეკლესიაში.