გაუსაძლისი სოციალურ-ეკონომიკური პირობებით გამოწვეული, ქართველების გადინება ქვეყნიდან გრძელდება. ჩვენი დემოგრაფიული პოტენციალის შესანარჩუნებლად, ისევ უცხოეთის “მეგობარი ქვეყნები” “გვეხმარებიან”, როდესაც დეპორტაციას უწყობენ ჩვენს მოქალაქეებს. ეს მწარე ხუმრობაა, რეალური ციფრები კი ასე გამოიყურება:
2018 წელს უცხოეთიდან გამოაძევეს საქართველოს 4556 მოქალაქე. ნახევარზე მეტი – თურქეთიდან და ისრაელიდან. ეს ციფრები მოაქვს მიგრაციის საკითხების სამთავრობო კომისიას:
სიაში თურქეთი – 1788 გამოძევებული ქართველით ლიდერობს, ისრაელი მეორე ადგილზეა – 813 დეპორტაცია. შემდეგ მოდიან გერმანია – 531 და საფრანგეთი – 273 დეპორტირებული ქართველით. რუსეთი ამ სიაში მხოლოდ მეხუთე ადგილზეა – 209 მოქალაქე.
ევროკავშრის სტატისტიკურმა სამსახურმა ბოლო ორი წლის მანძილზე ევროკავშირის ქვეყნებიდან ქართველების დეპორტაციის ზრდა აღნიშნა, რაც რედმისიის ხელშეკრულებას უკავშირდება.
ცნობისათვის, სხვადასხვა მონაცემებით, რუსეთის ფედერაციაში 600 ათასიდან მილიონნახევრამდე ქართველი/საქართველოში დაბადებული და გაზრდილი ადამიანი ცხოვრობს და სარგებლობს ყველა უფლებით.