ნატო-სთან მიმართებით უნდა შევიქმნათ სწორი მოლოდინები, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმში განაცხადა, სადაც თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციას ესწრება.
მისი თქმით, არ არის სწორი, ცრუ მოლოდინების შექმნა.
„რაც შეეხება ნატოსთან ურთიერთობას და მოლოდინებს, მე ყოველთვის ვამბობ, რომ ჩვენ უნდა შევიქმნათ სწორი მოლოდინები. არ შეიძლება, მოსახლეობას ცრუ მოლოდინები გავუჩინოთ და შემდეგ იმედები გავუცრუოთ. ეს არის უდიდესი შეცდომა, რომელიც წინა ხელისუფლების დროს იქნა დაშვებული. ჩვენ მსგავსი პოლიტიკა არ გვაქვს, პირიქით, ჩვენ ნატო-სთან მჭიდრო კოორდინაციით, მჭიდრო კომუნიკაციით ვატარებთ სწორ პოლიტიკას, სწორი კომუნიკაცია გვაქვს საზოგადოებასთან, მათი ინფორმირებულობის თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, რომ შევაჯამოთ ჩვენი პოლიტიკა, ვიტყოდი ორ სიტყვაში – ჩვენ უნდა ვიყოთ მოთმინებით, მაგრამ ვიყოთ მზად“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.