განსხვავებით საქართველოსგან, სადაც თვით დიდგორის ბრძოლის დღე არ აღინიშნება ოფიციალურ ზეიმად, მოსკოვში სამხედრო მარში, 1941 წლის 7 ნოემბრის ისტორიული აღლუმის ხსოვნის შესანარჩუნებლად, ტარდება.
შეგახსენებთ: ჩვენმა თანამემამულემ, იოსებ სტალინმა, 1941 წლის 7 ნოემბერს, მოსკოვში, წითელ მოედანზე, აღლუმი ჩაიბარა. ეს არ იყო უბრალო აღლუმი – წითელი არმიის მებრძოლები აღლუმიდან მარშით პირდაპირ ფრონტზე მიდიოდნენ, რომელიც მოსკოვიდან სულ რაღაც 25 კილომეტრით იყო დაშორებული. სტალინმა 1941 წლის 7 ნოემბერს დაამტკიცა, რომ საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი მისი ხელმძღვანელობით აუცილებლად გაიმარჯვებდა, ფაშიზმი დამარცხდებოდა, საქართველო და მსოფლიოს სხვა ერები – გადარჩებოდნენ.