საფრანგეთის პრეზიდენტი: “ნატოს ტვინი მოკვდა; ამერიკის იმედი აღარ უნდა გვქონდეს!”

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ჟურნალ The Economist-თან ამ ხუთშაბათს გამოქვეყნებულ ინტერვიუში ამბობს, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრები აღარ უნდა იყვნენ ამერიკის მხრიდან მათი დაცვის იმედად.

“ის, რაც დღეს ხდება – ნატოს ტვინის სიკვდილია” – აღნიშნა მაკრონმა. მისი აზრით, ევროპა დაღუპვის პირთან დგას და უნდა იფიქროს საკუთარ თავზე, როგორც ერთიან გეოპოლიტიკურ ძალაზე, თორემ სხვა შემთხვევაში ევროპა თავის ბედს ვერ გააკონტროლებს.

ერთსაათიანი ინტერვიუს ფარგლებში, რომელიც ელისეს სასახლის მოოქროვილ კაბინეტში 21 ოქტომბერს შედგა, საფრანგეთის პრეზიდენტი ემოციურად ამტკიცებს, რომ “დროა, ევროპამ გაიღვიძოს”. მაკრონმა უპასუხა კითხვას, სჯერა თუ არა მას ნატოს მე-5 მუხლის ეფექტურობისა, რომ თუკი თავდასხმა მოხდება ნატოს ერთ წევრზე, მას ალიანსის ყველა წევრი დაეხმარება; პასუხი ასევე გულახდილია: “არ ვიცი. არც ის ვიცი, ხვალ რა მნიშვნელობა ექნება ამ მუხლს”.

აი ამას ამბობს საფრანგეთის პრეზიდენტი, საქართველოში კი არჩილ თალაკვაძე გვყავს, რომელმაც ბათუმში, ამავე ხუთშაბათს, საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების (GDSC) რიგით მე-13 კონფერენციაზე განაცხადა:

“რუსეთი კვლავ რჩება უდიდეს საფრთხედ ჩვენი უსაფრთხოებისათვის და აგრძელებს მავთულხლართების გაყვანას. თუმცა, წარმოვადგენთ რა იმ ერს, რომელიც მიისწრაფის დემოკრატიის, ტოლერანტობისა და სამართლიანობის პრინციპებისადმი, ჩვენ არ უნდა შეგვეშინდეს და არ უნდა დავიხიოთ უკან. მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენი ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ წარმოადგენს საქართველოს განაცხადს კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის თაობაზე, და უდიდეს შესაძლებლობებსა და სარგებელს სთავაზობს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებელ საქართველოს მოქალაქეებს. ჩვენ გვწამს, რომ ჩვენი პარტნიორები კრემლს გადასცემენ ნათელ გზავნილს, რომ ევროპაში საზღვრების შეცვლა ოკუპაციისა და აგრესიის გზით სრულიად მიუღებელია, და გვწამს, რომ ჩვენი პარტნიორები დაარწმუნებენ რუსეთს, იმოქმედოს საერთაშორისო წესრიგის ფარგლებში“.

როგორც ასეთ შემთხვევებში იტყვიან – “კომენტარი ზედმეტია”.

“ნიუსფრონტი”