ტურისტების რაოდენობა საქართველოში გაიზარდა

ცნობილი გახდა, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცულ ტერიტორიებზე, 2019 წლის ოქტომბრის თვეში ვიზიტორთა რაოდენობა გაიზარდა.

უფრო კონკრეტულად კი წინა წელთან შედარებით, 21%-ით გაზრდილი მაჩვენებელია დაფიქსირებული.

10 თვის მონაცემებით ქვეყნის მასშტაბით არსებულ დაცულ ტერიტორიებს მილიონ ორასი ათასამდე ტურისტი ეწვია.