უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა 20 კაციან სიას და მათი შერჩევის პროცესს დამოუკიდებელი დეპუტატები, ეკა ბესელია და ზვიად კვაჭანტირაძე აკრიტიკებენ.
ბესელიას შეფასებით, პარლამენტის მიერ 20-ვე კანდიდატის არჩევის შემთხვევაში საქართველო დადგება საფრთხის წინაშე და დიდი ხნის განმავლობაში ქვეყანაში აღარ იქნება სამართალი.
კიდევ ერთი დამოუკიდებელი დეპუტატის, ზვიად კვაჭანტირაძის განმარტებით კი, თუ „ქართული ოცნება“ კენჭის ყრის დროს საზოგადოებრივ აზრს არ გაითვალისწინებს, ის უარს იტყვის 2012 წლის მთავარ მონაპოვარზე, სამართლიანობის აღდგენაზე. ეკა ბესელია და მისი თანამოაზრეები პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების კენჭის ყრის დღეს პროტესტის ფორმებზე კონსულტაციებს დღეიდან იწყებენ.