კინოთეატრ “ამირანის” შესასვლელში კინოთეატრის დაცვამ, უსაფრთხოების მიზნით დეტექტორები დაამონტაჟა.
დღეს, ქართულ-შვედური ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” ჩვენება თბილისისა და ბათუმის კინოთეარებში ერთდროულად გაიმართება.
ფილმის პრემიერა ქართული საზოგადოების რადიკალური პროტესტის ფონზე უნდა შედგეს. საქართველოს მთავრობას აშშ და დიდი ბრიტანეთის საელჩოდან მითითება აქვს მიღებული, რომ უზრუნველჰყოს შეურაცხმყოფელი ფილმის პრეზენტაცია.
ბოლო დროის ერთ-ერთმა ყველაზე გახმაურებულმა ქართულენოვანმა, შვედურ-ფრანგულმა ფილმმა „და ჩვენ ვიცეკვეთ“, „ნიუფესტზე“ ორ კატეგორიაში გაიმარჯვა. ის შვედეთის სახელით, ოსკარზე მიემგზავრება.