კინოთეატრ “ამირანის” მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციაზე “ქართულმა მარშმა” ლგბტ+ დროშა დემონსტრაციულად დაწვა.
“აი ასე დაიწვება საქართველოში ყველა სოდომ-გომორი, დღეს ქართველ ერს გვერდით დგომა სჭირდება. მოგიწოდებთ გამოხვიდეთ და დადგეთ ჩვენს გვერდით,”- მიმართეს აქციის მონაწილეებმა შეკრებილებს.
“ხდება უპრეცენდენტო შემთხვევა, ისტორიაში ქართველს ერს აკადრეს მამათმავლური ფილმის პრეზენტაცია. ეს არის შეურაცხყოფა ხალხის, ამიტომ თითოეული ჩვენთაგანის მოვალეობაა ჩავშალოთ ეს მარაზმი, მივუჩინოთ ადგილი სატანის მოციქულებს,” – მიმართა შეკრებილებს სანდრო ბრეგაძემ.