საქართველოს ეკლესიიდან დიდი ხნის წინ განკვეთილი “მამა” გიორგი სხილაძე საქართველოდან საფრანგეთში გუშინ გაემგზავრა. იქიდან კი ახალი “სკანდალური” განცხადება გააკეთა.
მღვდელი წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტ ზოსიმეს, ახლა უკვე მამა იოსებ ბურჯანაძის სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. მამა გიორგის თქმით, აღნიშნული ფაქტი რამდენიმე ათეული წლის წინ მოხდა, როდესაც მამა იოსები გელათის მონასტერში მსახურობდა.
სხილაძემ ასევე ისაუბრა გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ კახა კალაძეზე, რომელიც მეუფე ზოსიმესთან დაკავშირებული სკანდალის ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა, შესაძლოა, შანტაჟი ხორციელდებოდეს. საქმე ეხება რუსეთში მოღვაწე ექიმ გია გიორგაძეს, რომელიც ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კალაძეს დაუკავშირდა.
მამა გიორგი სხილაძე კახა კალაძეზე განხორციელებულ შანტაჟს გამორიცხავს და ამბობს, რომ მოკლე ტექსტური შეტყობინება, რომელიც კალაძემ მიიღო, მხოლოდ საყვედურის ფორმა ჰქონდა, იმის გამო, რომ კახა კალაძემ თავისი პოზიციის საჯაროდ დაფიქსირებაზე უარი თქვა და მისი ისტორიის მოყოლა მის სტუდენტობისდროინდელ მეგობარს მოუწია. კახა კალაძეზე მოსკოვიდან განხორციელებულ ზეწოლაზე განცხადება მისმა მეგობარმა თემურ კუპატაძემ გააკეთა. მისი თქით, კახა კალაძეს აიძულებდნენ, რომ ის საეკლესიო სკანდალში ჩართულიყო და საქართველოს ეკლესიის მაღალერარქების სექსუალურ დანაშაულებთან დაკავშირებით განცხადებები გაეკეთებინა, რასაც კალაძე არ დათანხმდა.
“მეგობრული საყვედური იყო, მამა გიორგის რატომ არ დაუდექი გვერდითო… კუპატაძე იყენებს ასეთი ფორმით ამ საკითხს, რა შუაშია, მოსკოვი, კრემლი და პუტინი უნდა მიაბას ამ ყველაფერს, კონტექსტში ისე ეშმაკურად ამბობს ეს კუპატაძე,” – განაცხადა მამა გიორგი სხილაძემ.
ფაქტს ადასტურებს მიმოწერის ავტორიც, რუსეთში მოღვაწე ექიმი, გია გიორგაძე, მისი თქმით არანაირ ზეწოლას ადგილი არ ქონია.
საინტერესოა, ის ფაქტი, თუკი ამ დანაშაულის შესახებ იცოდა გიორგი სხილაძემ, რატომ სდუმდა ამდენ ხანს?!- ან რატომ ალაპარაკდა დღეს?!