ვინ იქნება განათლების, კულტურის და სპორტის ახალი მინისტრი. ის, რაც ამ დრომდე უცნობია საზოგადოებისთვის, ცნობილია პარლამენტის უმრავლესობის წევრებისთვის.
საკანონმდებლო ორგანოს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ მან მიხეილ ბატიაშვილის შემცვლელის ვინაობა იცის, თუმცა გუნდში ამასთან დაკავშირებით კონსულტაციები არ ყოფილა. ანრი ოხანაშვილის თქმით, საზოგადოება ახალი მინისტრის ვინაობას პრემიერისგან შეიტყობს.
“ბატონ მიხეილ ბატიაშვილის შემცვლელთან დაკავშირებით, მე შეიძლება მქონდეს ინფორმაცია, თუმცა მე ამ ეტაპზე არ ვაჟღერებ, ვინაიდან ეს არის მთავრობის კომპეტენცია, პრემიერია ის პირი, რომელიც არის უფლებამოსილი, ვინც უნდა ისაუბროს ამ საკითხზე,”-ამბობს ოხანაშვილი.