ბავშვთა უფლებების დაცვის“ თავმჯდომარის გურამ ფალავადიშვილის განცხადებით, ფილმ „და ჩვენ ვიცეკვეთ” ჩვენების წინააღმდეგ დაგეგმილი აქციის მონაწილეები დღეს ვერის ბაღში 16:00 საათზე შეიკრიბებიან.
ფალავანდიშვილის განცხადებით, დაახლოებით 18:00 საათისთვის ისინი სხვადასხვა კინოთეატრებისკენ გადაინაცვლებენ.
შეგახსენებთ, გუშინ, „ქართული მარშის“ წევრებმა და ლევან ვასაძის თანამოაზრეებმა კინოათეატრებთან ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენება გააპროტესტეს. თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებთან გამართულ აქციებზე სულ 28 პირი დააკავეს. სისხლის სამართლის დანაშაულისთვის დაკავებულია 1 პირი, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის კი 27 პირი..