სანდრო ბრეგაძე განმარტავს, რა აზრი ჰქონდა გუშინდელ პროტესტს კინოთეატრთან

“ქართული მარშის” ლიდერი სანდრო ბრეგაძე გამოეხმაურა მოსეირეთა კრიტიკას იმის თაობაზე, რომ რა საჭირო იყო კინოთეატრ “ამირანთან” საპროტესტო აქციის გამართვა. ბრეგაძემ თავის “ფეისბუკის” გვერდზე ასეთი განმარტება გააკეთა:
“მთავარი ის კი არ არის, რომ საპატრულო პოლიციის, 3 სხვადასვა სპეცრაზმის, კრიმინალური პოლიციის, დაცვის პოლიციის, ტანკების და ვერტმფრენების (ერთი წყალქვეშა გემი აკლდათ) თანხლებით 20 ხურუშიანი მამათმავალი შევიდა კინოთეატრში და გეი-ფილმს უყურა;
მთავარი ისაა, რომ ყოველივემ უდიდესი პროტესტის და მრავალრიცხოვანი მიტინგის ფონზე ჩაიარა და ქართველმა ერმა უარი უთხრა გეი-პროპაგანდას; გამარჯვება ისაა,რომ მთელი მსოფლიო პრესა წერს – ქართველებმა ჰომოსექსუალური ფილმი არ მიიღესო;
გუშინდელი აქციით მთელს საქართველოს მოცილდა ის სირცხვილი,რომელიც გეი-ფილმის გადაღებამ მიაყენა!
პროგრამა მინიმუმი შესრულებულია, ახლა პროგრამა მაქსიმუმს მივხედავთ!” – წერს სანდრო ბრეგაძე.