“პრიბალტიკა” თავის რეპუტაციას არ ღალატობს – ხმაური გრძელდება

“პრიბალტიკად” ანუ ბალტიისპირეთად ცნობილი მცირე სახელმწიფოები – ლატვია, ლიტვა (ლიეტუვა) და ესტონეთი აგრძელებენ ანტირუსულ ხმაურს. ამჯერად მათ საბაბად ბერლინის კედლის დანგრევის 30-ე წლისთავი გამოიყენეს.

სურათზე: “პრიბალტიკა” რუსეთის წინააღმდეგ (რუსული კარიკატურა).

კედლის დანგრევა, რომელმაც გერმანიის სწრაფი გაერთიანება განაპირობა, გერმანიაში საზეიმო ღონისძიებებით აღნიშნეს. თუმცა გერმანელები უფრო მეტად დაკავებულნი არიან თავიანთი ქვეყნის დემოგრაფიულ მომავალზე ფიქრით, ვიდრე ზეიმით.

გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა თავის საჯარო მიმართვაში გერმანელი ხალხისადმი აღნიშნა, რომ პოლონელების, უნგრელების, ჩეხების და სლოვაკების გარეშე გერმანიის გაერთიანება შეუძლებელი იქნებოდა.

თუმცა განცხადება გაავრცელეს ესტონეთის, ლატვიის და ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრებმა. ამ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბერლინის კედლის დანგრევა „ნიშნავდა ბოროტების იმპერიის კოლაფსს, რაც ყველაზე სწორი და გადამწყვეტი გზა იყო-ეს იყო კომუნისტური ტირანიის დასასრული ევროპაში“.