როგორ ესმის ქრისტიანული ფასეულობები ინფრასტრუქტურის მინისტრს

ასე ესმით “ქართულ ოცნებაში” ქრისტიანობა და მისი ფასეულობები და ქართული ტრადიციები – ამჯერად, ქ-ნი მაია ცქიტიშვილის – ინფრასტრუქტურის მინისტრის წარმოსახვით (“იმედზე” დაყრდნობით):

“ჩვენთვის მნიშვნელოვანია ტრადიციული ფასეულობების დაცვა, თუმცა ერთ-ერთი ტრადიციული ფასეულობა არის ასევე ურთიერთპატივისცემა იმ ქრისტიანული ტოლერანტობის და ადამიანის თავისუფლების ხაზგასმა, რომელიც ასევე ჩვენი კულტურის ნაწილია, ნებისმიერი სახის ძალადობა ვერ იქნება მისაღები და, რა თქმა უნდა, დასაგმობია. მინდა მადლობა გადავუხადო პოლიციას იმისთვის, რომ რამდენიმე საათის განმავლობაში იცავდნენ ჩვენი თანამოქალაქეების სიმშვიდეს და მათ შორის დაპირისპირების საშუალებას არ აძლევდნენ მხარეებს, შესაბამისი რეაგირებაც იყო ძალადობის ფაქტებზე. 27 დაკავებული საკმაოდ დიდი რაოდენობაა“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

სავალალოა, როდესაც პოლიტიკოსს, მინისტრს, არ ესმის: როდესაც თავად სახელმწიფო არ იყენებს ლეგიტიმურ ძალადობას და არ აღკვეთავს პროვოკაციულ ამორალობას, ბოლოსდაბოლოს, კანონით აკრძალული პორნოგრაფიის ტირაჟირებას, ეს საზოგადოებაში შობს ძალადობის და რადიკალიზაციის წინაპირობას. ქრისტიანობა ვერასოდეს იქნება ტოლერანტული უმსგავსობის გამოხატვის მიმართ.