“ქართული მარშის” ლიდერი სანდრო ბრეგაძე სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას, თანამდებობისთვის შეუფერებელ მოთხოვნებთან – ადამიანების დაპატიმრებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს. გთავაზობთ ავტორის მიერ მოწოდებული ამ განცხადების ტექსტს, რომელიც მიმართულია პირადად ლომჯარიაზე:
“ნინო ლომჯარია მსოფლიო უფლებადაცვით ისტორიაში შევა პირველ სამარცხვინო მაგალითად, როდესაც სახალხო დამცველი დემონსტრანტების დაკავებას ითხოვს, ეს არის ომბუდსმენის ინსტიტუტის სირცხვილი.
ამავე დროს, ეს არის უწიგნურობის, გაუნათლებლობის, დილეტანტიზმის ნათელი მაგალითი. როდესაც ეს მანქურთები ცდილობენ გეი-ფილმის წინააღმდეგ მიმართული პროტესტი გაუთანაბრონ 20 ივნისს, ამიტომ კარგად მომისმინოს ლომჯარიამაც და მისმა ამფსონმა ბოკერიამ:
1) 20 ივნისის აქციის მონაწილეებმა სცადეს საქართველოს უმაღლესი ხელისუფლების ორგანოს-პარლამენტის დაკავება და იყო რამდენიმე შეჭრის მცდელობა, რაც ცალსახად შეიცავს სახელმწიფო გადატრიალების ნიშნებს – 8 ნოემბერს დემონსტრანტები იდგნენ არა პარლამენტთან ან პრეზიდენტის რეზიდენციასთან, არამედ კინოთეატრის წინ და ისინი კინოთეატრში ვერანაირად ვერ მოახდენდნენ სახელმწიფო გადატრიალებას;
2) 20 ივნისს ძალადობრივმა ჯგუფებმა გაიტაცეს, გალახეს, ჩაფხუტები მოხადეს, ფარები და ხელკეტები წაართვეს, განაიარაღეს 50-მდე პოლიციელი-8 ნოემბრის აქციაზე არცერთ პოლიციელს არავინ შეხებია, ხოლო მოტაცებაზე და განიარაღებაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია;
3) 20 ივნისს გაილახა, დაშავდა და სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო რამდენიმე ათეულმა პოლიციელმა, რომლებიც საავადმყოფოებში მოხვდნენ და მძიმე ტრავმების გამო დღესაც მკურნალობენ – 8 ნოემბრის აქციაზე არცერთი პოლიციელი არ დაშავებულა;
4) 20 ივნისის აქციაზე დაშავდა, თვალი დაკარგა, დასახიჩრდა უამრავი დემონსტრანტი – 8 ნოემბრის აქციაზე მსუბუქად დაშავდა 1 ადამიანი (ანი სუბელიანი), რაც სამწუხაროა, თუმცა 100-200 დაშავებულსა და 1 დაშავებულს შორის უდიდესი სხვაობაა.
ყოველივე ამის შემდეგ ვეკითხები სამარცხვინო ე. წ. სახალხო დამცველს – შენთვის 20 ივნისის დემონსტრანტები – სადაც უამრავი პოლიციელი დაშავდა-დასახიჩრდა-გატაცებული იქნა, მშვიდობიანი დემონსტრანტები არიან და მათ სასწრაფოდ გათავისუფლებას ითხოვ , მათ უფლებებს იცავ, ხოლო 8 ნოემბრის აქციის მონაწილეები (სადაც არც ერთი პოლიციელი არ დაშავებულა) ძალადობრივი დემონსტრაციის მონაწილეებია და მათ დაკავებას ითხოვ ??? ისა და, ქალბატონო ლომჯარიავ – თქვენ სრულ ჭკუაზე ხართ ??? თუ ისეთ გრანტს და “მაყუთს” შეგპირდნენ, რომ სული საერთოდ გაყიდეთ, შუბლის ძარღვი გაიწყვიტეთ და სამარცხვინოდ იქეცით ?! თქვენი სულგაყიდულობის, უცოდინრობის და დილეტანტიზმის მე მრცხვენია, თან ძალიან მრცხვენია !!! ამიტომ თუ ნაკლებს ილაპარაკებთ, ამით ნაკლებ სისულელეს იტყვით და ნაკლებად შეგეტყობათ, რომ შეგნებულად ღალატობთ სამშობლოს !!!” – აღნიშნავს სანდრო ბრეგაძე