მღვდელი ნოე გუგუციძე თავისი ფეისბუკ-გვერდიდან იუწყება: “მიტროპოლიტ იოანეს (გამრეკელი) პირველი სამეუფო წირვა ქუთათელ-გაენათელი მღდელმთავრის რანგში, აქსიოს!”
მამა ნოე მეუფის დღევანდელ ფოტოსაც ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ თბილისის ყოფილმა მერმა, ეკლესიის საკითხებში აქტიურად ჩარეულმა გიგი უგულავამ მეუფე იოანეს ქუთაის-გაენათის ეპისკოპოსად დანიშვნა გააპროტესტა, რაზეც მამა ნოესგან შესაბამისი პასუხი მიიღო.
სურათზე ქვევით: მეუფე იოანე და ქუთაისის მრევლი (ეკატერინე ბუთლიაშვილის ფოტო)