ვინ არის ლევან აკინის მამა?

ქართველებისთვის შეურაცხმყოფელი “გეი”-ფილმის რეჟისორს აქვს სახელი და გვარი – ლევან აკინი. სოციალურ ქსელში პოლიტოლოგმა გულბაათ რცხილაძემ დასვა შეკითხვა, თუ ვინ არის და რა ეროვნებისაა ლევან აკინი.

გამოხმაურებათა შორის არის ცნობილი თურქოლოგის, თურქეთში საქართველოს ყოფილი კონსულის ვიქტორ ჭიკაიძის გამოხმაურება, რომელსაც გთავაზობთ:

“გულბაათ, მე კარგად ვიცნობ მის მამას, 60-იანი წლებიდან იღვწის თურქეთში მცხოვრებ ქართველებში ეროვნული სულის გამოღვიძებისათვის, ამისთვის იძულებით შვედეთში გაიქცა… მან გამოსცა იქ, შვედეთში, ჟურნალ “ჩვენებურის”პირველი ნომერი. დღემდე აგრძელებს ამ საქმიანობას, წიგნებიც აქვს გამოცემული საქართველოს ისტორიის შესახებ. თურქეთში მცხოვრებ ქართველებში დიდი ავტორიტეტი აქვს” – წერს ბატონი ვიქტორ ჭიკაიძე.

კიდევ ერთმა ცნობილმა თურქოლოგმა და დიპლომატმა, ბ-მა ზაურ მჭედლიშვილმა კი დასძინა: “უამრავი შვილია, რომელიც არ იზიარებს მამის შეხედულებებს. დარწმუნებული ვარ, შანვერ აკინი (შალვა თევზაძე) არ მოიწონებდა ქართული ჩოხის წაბილწვის კინოკადრებს”.

მით უფრო დასანანი და საგანგაშოა, რომ ასეთი კაცის შვილი განიცდის საოცარ სულიერ დეგრადაციას და თავის ზნედაცემულ ქმედებებში ითრევს ახალგაზრდებს.

“ნიუსფრონტი”