“ვითხოვთ რუსულ კანონს!” – მოწოდება გეი-ფილმის წინააღმდეგ აქციების ორგანიზატორებისადმი

პოლიტოლოგი გულბაათ რცხილაძე მიმართვას ავრცელებს საკუთარ ფეისბუკ-გვერდზე და წერს:

“ვთავაზობ ყველას, ვინც ორგანიზება გაუკეთა კინოთეატრებთან პროტესტს – მოაწყეთ პერმანენტული აქციები, თავისი კარვების გაშლით, პლაკატებით და ა. შ. პარლამენტთან და მთავრობასთან ერთი მოთხოვნით: გადმოიღონ ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი კანონი რუსეთიდან! ვითხოვთ რუსულ კანონს!!! კოპი+პეისტ უნდა, მეტი არაფერი!”

შეგახსენებთ, რომ რუსეთში 2013 წლიდან მოქმედებს სპეციალური საკანონმდებლო შეზღუდვები, რათა გამოირიცხოს ჰომოსექსუალიზმის და “ლგბტ”-ის სხვა “სიკეთეების” შეტანა და გავრცელება არასრულწლოვანებში.