ქართველების დასაქმება ამერიკაში

-ლეგალური გზით ისევ შეუძლებელია… ასეთი დასკვნა კეთდება აშშ ელჩის მოვალეობის შემსრულებლის პასუხის მიხედვით, რომელიც მან “ინტერპრენიუსის” შეკითხვას გასცა:

„უკვე არსებობს გზები, რომლის საშუალებითაც ქართველებს შეუძლიათ, ლეგალურად იმუშაონ ამერიკის შეერთებულ შტატებში. ეს არის სხვადასხვა კატეგორიის ვიზები, რომელიც საშუალებას აძლევს საქართველოს მოქალაქეებს, იმუშაონ აშშ-ში. მოვუწოდებდი ყველას, ვინც დაინტერესებულია, გაეცნონ ამ შესაძლებლობებს“, – განაცხადა რუდმა.

თუმცა ელჩის მოვალეობის შემსრულებელს არ განუმარტავს, რატომ ეუბნებიან ამ ვიზებზე უარს ამერიკის საკონსულოში შესული ქართველების დაახლოებით 90-95 პროცენტს.

სიმღერა სათაურით – “ამერიკა გვეხმარება” – გრძელდება…

შედარებისათვის: რუსეთში ლეგალურად, სხვადასხვა მონაცემებით, სულ მცირე, ნახევარი მილიონი ქართველი ცხოვრობს და მუშაობს.