სერგეი ლავროვის გამოსვლა პარიზის მშვიდობის ფორუმზე

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პარიზში იმყოფება, საფრანგეთის პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ მშვიდობის ფორუმზე, რომელიც უკვე მეორედ იმართება პარიზში. ესაა ფართოპროფილიანი ფორუმი, რომელზეც განიხილება კონკრეტული წინადადებები უსაფრთხოების, განვითარების, ინკლუზიური ეკონომიკის, მაღალი ტექნოლოგიების, ეკოლოგიის, კულტურისა და განათლების საკითხებთან დაკავშირებით.

ლავროვი გამოსვლის შემდეგ შეხვედრას გამართავს თავის ფრანგ მასპინძელთან, საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრთან ივ ლე დრიანთან.