პარლამენტში აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვის შესახებ კანონპროექტი დარეგისტრირდება. ინიციატივის ავტორის, დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილის თქმით, კანონპროექტში წარმოდგენილია რეგულაციები აზარტული თამაშების სარეკლამო კამპანიის თაობაზე.
დამოუკიდებელი დეპუტატი დარწმუნებულია, რომ ცვლილება დღეს არსებულ მძიმე მდგომარეობაზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს.
“ჩვენ დავარეგისტრირებთ კანონპროექტს, რომელიც უშუალოდ ეხება უკვე რეგულაციებს, ამ სეგმენტის დასარეგულირებლად და იმ სტატუს კვოს შესაცვლელად, რომელიც დღეს არსებობს კანონმდებლობაში. 2-3 წლიან პერსპექტივაში ჩვენ შევძლებთ ეს პრობლემა რომელიც არის ძალიან სერიოზული, სერიოზული გარდატეხა შევიტანოთ ამ პროცესში,” – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.