მიხეილ ჩხენკელი განათლების მინისტრის პოსტზე ბრუნდება. ბრძანებას ხელი გიორგი გახარიამ უკვე მოაწერა. ჩხენკელს განათლების მინისტრის თანამდებობა 2017-208 წლებში ეკავა.
პრემიერის ახალ გადაწყვეტილებას ექსპერტების ნაწილი აკრიტიკებს.
ახალ მინისტრს პოლიტიკური წონა დაუწუნეს და აღნიშნეს, რომ ის სამინისტროს ხელმძღვანელი მცირე დროით იქნება და ბიძინა ივანიშვილს წინასაარჩევნოდ სურვილებს შეუსრულებს.
განათლების საკითხების მკვლევარი შალვა ტაბატაძე ფიქრობს, რომ ჩხენკელს წინასაარჩევნო პერიოდში გამოიყენებენ შეხვედრებისთვის პროფესორებთან, მასწავლებლებთან, ამ პროცესებში კი ჩართულები იქნებიან ადგილობრივი თვითმმართველობის პოლიტიკური პარტიის თუ სხვადასხვა სტრუქტურის წარმომადგენლები, რომელთანაც მიხეილ ჩხენკელს პოლიტიკური წონა არ ეყოფა.
მიხეილ ჩხენკელი 2017-2018 წელს განათლების მინისტრის პოსტს. ამის შემდეგ კი განათლების სამინისტროს სპორტისა და კულტურის სამინისტროები შეუერთდნენ,
დღეს. როგორც მმართველ გუნდში, ასევე ოპოზიციასა და საექსპერტო წრეებში იმაზეც საუბრობდნენ, რომ შესაძლებელია ორი უწყების გაერთიანების შედეგად შექმნილი განათლების, მეცნიერების, სპორტისა და კულტურის სამინისტრო, შესაძლოა ისევ რამდენიმე სტრუქტურად გაიყოს.