დაძაბულობა და ხმაურია პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
ირაკლი კობახიძის შენიშვნაზე “ნუ იკრიჭებით”, დარბაზიდან რეპლიკა მოყვა – “ბებიაშენისა”, შემდეგ კი უმრავლესობასა და ოპოზიციონერ დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება უმრავლესობის წევრის ირაკლი კობახიძის იმ განცხადებას მოჰყვა, რომ „კაკო ბობოხიძე გიგლა ბერბიჭაშვილია“. აღნიშნულმა განცხადებამ ოპოზიციონერი დეპუტატების გაღიზიანება გამოიწვია.
კობახიძე ასევე სიტყვიერად დაუპირისპირდა სერგო რატიანსაც.
“თითებს ნუ იქნევ. ჩაგაბარებ წარსულს. ეკლესიის მტრებს ჩავაბარებ წარსულს,” – მიმართა კობახიძემ რატიანს.
სერგო რატიანმა კი მას სერგეი გავრილოვის საქართველოში ჩამოსვლის თემა შეახსენა, რამაც კობახიძ
იძის გაღიზიანება გამოიწვია.
“სერგო, რას გიზამ, იცი? დაგამთავრებ”, – მიმართა კობახიძემ რატიანს.
კამათში ჩაებნენ დამოუკიდებელი დეპუტატებიც.
“ჩინჩალაძე ვინ არის, ვინ?” – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
მას თავის მხრივ ირაკლი კობახიძემ უპასუხა, რომ ამ სიტყვებს არ შეარჩენდა.
“შენ ხარ ნაძირალა, არ შეგრჩება ეს სიტყვები. განანებ მაგრად. ლევან, შენც გიგლა ბერბიჭაშვილი ხარ,”- უპასუხა კობახიძემ.
თავად აკაკი ბობოხიძემ კი კოლეგებს დამშვიდებისკენ მოუწოდა და ურჩია პროვოკაციებს არ აყვნენ.
დაძაბულობაა ასევე უმრავლესობის წევრებს შორისაც.
დიმიტრი ცქიტიშვილმა მიხეილ ყაველაშვილს სიმშვიდისკენ მოუწოდა, რაც ყაველაშვილმა გააპროტესტა.