16 წლის მოზარდი ემსხვერპლა ავტოავარიას ქარელში. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც არასრულწლოვანი საკუთარ საცხოვრებელ სახლთან გზაზე გადადიოდა.
თვითმხილველების თქმით, მოზარდი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.
მომხდარზე აღძრულია საქმე. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.