ზვიად კვაჭანტირაძე დღევანდელი პლენარული სხდომით უკმაყოფილოა. პარლამენტარი სოციალურ ქსელში ეხმაურება ამ თემას და ასეთ პოსტს აქვეყნებს :
“კენჭისყრა გადადეს ხვალისთვის. დღეს, თურმე კანონის მოწინააღგმდეგეთა რიცხვს მოუმატია და ჩაგვივარდებაო.
მაინც სათუოდ ვიტყვი შემდეგს: თუ ეს სპექტაკლი არაა, ე.ი. ბიძინა ივანიშვილი საკუთარ პარტიაში კარგავს ავტორიტეტს, რადგანაც, როგორც ამბობენ, იგი კატეგორიულად ითხოვს ყველასგან პროპორციული სისტემის მხარდაჭერას, მაგრამ მას ეურჩებიან მაჟორიტარი დეპუტატები საკუთარი პარტიიდან. გინდ დაიჯერეთ, გინდ არა. – წერს ზვიად კვაჭანტირაძე