საპარლამენტო უმრავლესობა საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებული კანონპროექტის კენჭისყრის კვლავ გადადებას ითხოვს. მას შემდეგ, რაც სადეპუტატო ითახში გია ვოლსკის ინიციატივით გამართული კონსულტაცია დასრულდა, მან პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ “ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მიიღეს”
იგი ინიციატივით გამოვიდა, რომ ხვალ კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართოს უმრავლესობის ფორმატში და კენჭისყრაც ამის შემდეგ გაიმართოს.
ვოლსკიმ ოპოზიციას კენჭისყრის გადადებაზე მხარდაჭერა სთხოვა. პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ კი ოპოზიციის წარმომადგენლები რამდენიმეწუთიანი კონსულტაციისთვის გაიხმო.