ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო, ტრადიციულად, აქტიურად ერევა საქართველოს საშინაო საქმეებში და მორიგ განცხადებას ავრცელებს:
“როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამერიკის საელჩომ დადებითად შეაფასა პარტია „ქართული ოცნების“ მიერ განცხადებული განზრახვა 2020 წელს სრულ პროპორციულ საპარლამენტო საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, როგორც მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოს დემოკრატიული წინსვლისა და პოლიტიკურ პარტიებს შორის ნდობის გაძლიერებისთვის. ჩვენ გული გვწყდება, რომ მიუხედავად ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერისა, დღევანდელ კენჭისყრაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს ქართული ოცნების დეპუტატების არასაკმარისმა რაოდენობამ დაუჭირა მხარი. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, მათ შორის მთავრობას, ოპოზიციურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებას მშვიდი და ღირსეული თანამშრომლობისკენ, რათა ჩვენს საერთო ვალდებულებებთან თანხვედრაში გაგრძელდეს წინსვლა საქართველოს დემოკრატიული განვითარების განსამტკიცებლად.
ჩვენ, კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღვნიშნავთ საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის მიღების მნიშვნელობას, რაც ითვალისწინებს საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების რეკომენდაციებს 2017-18 წლების არჩევნებში გამოვლენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად, იმისთვის, რომ მომდევნო საპარლამენტო არჩევნებზე შეიქმნას უფრო თანაბარი გარემო საქართველოში პოლიტიკური პლურალიზმის ხელშესაწყობად” – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
ინგლისური ორიგინალი:
U.S. Embassy statement on Parliamentary vote on proportional elections.
As we stated previously, the U.S. Embassy welcomed the Georgian Dream party’s stated intention to transition to fully proportional parliamentary elections in 2020 and considered this an important step in advancing Georgia’s democratic development and strengthening trust among political parties. We are disappointed, therefore, that despite support from opposition parties, an insufficient number of Georgian Dream parliamentarians supported the required constitutional amendments in today’s vote. We urge all Georgian stakeholders, including the government, all political parties, and civil society, to work cooperatively in a calm and respectful manner to move forward in line with our shared commitment to strengthening Georgia’s democracy.
We again stress the critical importance of the passage of electoral reform legislation that incorporates the recommendations of international and local observer organizations for addressing shortcomings noted in the 2017 and 2018 elections in order for the next parliamentary elections to create a more level playing field for advancing Georgia’s political pluralism.