ჩვენი ნაბიჯები იქნება მკვეთრი. ამ ნაბიჯით „ქართულმა ოცნებამ“ სხვა გამოსავალი არ დაგვიტოვა“ – დავით ბაქრაძე

ამ გადასახედიდან, 2020 წლისთვის პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარება დასრულებულია, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა. როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, დღევანდელმა კენჭისყრამ შექმნა აბსოლუტურად სხვა და ძალიან მძიმე პოლიტიკური რეალობა.

„ამ ქვეყანაში ჩვენ შევედით უმძიმეს პოლიტიკურ კრიზისში. ამ კრიზისის ფასს, სამწუხაროდ, გადაიხდის ყველა, მთელი საქართველო. მაგრამ ამ კრიზისის ფასი უნდა გადაიხადოს იმან, ვინც ეს შექმნა, ეს არის „ქართული ოცნება“, მისი პოლიტიკური ხელმძღვანელობა და პირადად ბიძინა ივანიშვილი. ამიტომ უახლოეს დღეებში ჩვენ განვიხილავთ ნაბიჯებს. არ გამოვრიცხავ არაფერს, დაწყებული არჩევნების ბოიკოტით. ჩვენი ნაბიჯები იქნება მკვეთრი. ამ ნაბიჯით „ქართულმა ოცნებამ“ სხვა გამოსავალი არ დაგვიტოვა“, – განაცხადა ბაქრაძემ.