ირანი მზადაა, განაგრძოს ურანის გამდიდრება

საერთაშორისო სააგენტოები იუწყებიან, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკა მზად არის, საჭიროების შემთხვევაში, აღადგინოს ურანის გამდიდრება 20% მდე ფორდოს სპეციალიზირებულ ქარხანაში.

ფორდოში განლაგებული ცენტრიფუგები შეუფერხებლად მუშაობენ, დაგეგმილია ახალი, დამატებითი ცენტრიფუგების დაყენებაც.

ფორდოს ურანის გამამდიდრებელი სპეციალიზირებული ქარხანა, რომლის შესახებაც ინფორმაციები თითქმის მთლიანად გასაიდუმლოებულია (ცნობილია, რომ ობიექტი მიწის ქვეშ 80-90 მეტრის სიღრმეზეა მოწყობილი, ქალაქ ყომთან ახლოს), მთლიანად ირანელი სპეციალისტებითაა დაკომპექტებული. ერთადერთი გამონაკლისია რუსეთთან თანამშრომლობა სტაბილური იზოტოპების თემაზე, ვინაიდან ირანული მხარე აღიარებს, რომ რუსებს ამ სფეროში მუშაობის ბევრად უფრო ღრმა განსწავლულობა და გამოცდილება აქვთ.

6 ნოემბერს ირანმა ბუნებრივი აირით დატვირთა ფორდოს ცენტრიფუგები, რაც კიდევ ერთი ნაბიჯია საკუთარი ვალდებულებების ლიკვიდაციის მიმართულებით, რომლებიც თეირანმა ამერიკა-რუსეთ-ევროპის ექვსეულთან მოლაპარაკებების ფარგლებში აიღო (ამერიკაში დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ აშშ-მ თავად თქვა უარი ამ ხელშეკრულების შესრულების შესახებ და მისი დენონსაცია მოახდინა). ბირთვული იარაღისათვის საჭირო რაოდენობა ურანის გამდიდრებისა 20 პროცენტს უნდა აღემატებოდეს. როგორც ჩანს, სურვილის შემთხვევაში, ირანი ამ მაჩვენებელს უპრობლემოდ მიაღწევს.