დამოუკიდებელი დეპუტატი, ბექა ნაცვლიშვილი შექმნილ ვითარებას რიგგარეშე არჩევნების წინაპირობად აფასებს.
ნაცვლიშვილი ამბობს, რომ დამოუკიდებელი დეპუტატები შეიკრიბებიან და მსჯელობას გამართავენ, თუ რა ნაბიჯებს გადადგამენ სამომავლოდ.
„ეს პოლიტიკურ კრიზისზე მეტია უკვე, უბრალოდ, კომიკური ვითარებაა, რომ ვუყურებ. იმიტომ რომ ჩვენ როდესაც ვამბობდით და ნაბიჯს ვდგამდით, რომ მოვდიოდით უმრავლესობიდან, ყველამ იცოდა ძალიან კარგად რატომაც მოვდიოდით და ახლა რომ ტოვებენ უმრავლესობას და „ქართულ ოცნებას“, ეს უფრო სასაცილოა სიმართლე რომ გითხრათ. ეს არის სამწუხარო. მაშინ, როდესაც ვამბობდით, როდესაც საჭირო იყო უმრავლესობის დატოვება, მაშინ გადაედგათ ეს ნაბიჯი და არ განვითარებოდა ასე. სხვა სურათი გვექნებოდა დღეს… აქედან უნდა ვეძებოთ ძალიან გონივრული გამოსავალი. იმიტომ რომ ეს, არის რიგგარეშე არჩევნების წინაპირობა. ბიუჯეტიც შეიძლება ჩავარდეს, ეს უკვე გახდება რიგგარეშე არჩევნების საფუძველი“ – აცხადებს ბექა ნაცვლიშვილი.