თამარ ჩუგოშვილი, სოფიო ქაცარავა და კიდევ ხუთი, ამ წუთს ჯერ კიდევ დაუზუსტებელი დეპუტატები მმართველი უმრავლესობიდან, ტოვებენ საპარლამენტო უმრავლესობას “პროპორციული” კანონპროექტის ჩავარდნის ფონზე.
მათი არგუმენტია: “ჩვენ ვერ ვუხსნით საზოგადოებას და ჩვენს უცხოელ პარტნიორებს, თუ რატომ არ შესრულდა სიტყვა და არ მივიღეთ პროპორციული საარჩევნო კანონი”, – იუწყება გამოცემა on.ge პირდაპირ ეთერში.